აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აფრთხილებს ირანს, რომ ამერიკულ ობიექტებზე თავდასხმის შემთხვევაში, ოფიციალური ვაშინგტონის რეაქცია მყისიერი და ძლიერი იქნება. როგორც ტრამპი აცხადებს, აშშ-ს 52 ირანული ობიექტი უკვე მიზანში აქვს ამოღებული.
პრეზიდენტმა ტრამპმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის დაკრძალვაზე ირანელებმა დაიფიცეს, რომ მოკლულის გამო შურს იძიებდნენ. როგორც ტრამპი საკუთარ ტვიტერზე წერს, „ირანი ცუდად საუბრობს კონკრეტული ამერიკული ობიექტების დაბომბვის შესახებ“.
შეგახსენებთ, რომ ყასემ სოლეიმანის მოკვლის შესახებ პრეზიდენტმა ტრამპმა ტვიტერის საშუალებით ამცნო საზოგადოებას 3 იანვარს.