logo
ENG



ტრამპი: კიმ ჩენ ინი ძალიან ჭკვიანია და თუ მტრულად მოიქცა, დასაკარგი ბევრი აქვს

09 დეკ 201909:21
3 წუთის საკითხავი
 
l4c9quoacot4ttz.jpg

კიმ ჩენ ინი რისკავს - მან შესაძლოა ყველაფერი დაკარგოს. განცხადება დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის წარუმატებელი სარაკეტო გამოცდის შემდეგ გააკეთა. მისი განმარტებით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ ოფიციალური ფხენიანი მტრულ დამოკიდებულებას განაახლებს.

„კიმ ჩენ ინი ძალიან ჭკვიანია და თუ მტრულად მოიქცა, დასაკარგი ბევრი აქვს, ფაქტობრივად ყველაფერი. მან ჩემთან ერთად სინგაპურში ბირთვული განიარაღების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი", - წერს ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში".

უცნობია რისი ტესტირება ჩატარდა პოლიგონზე, თუმცა ჩრდილოეთ კორეული მედია მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის პოზიციის ცვლილებისთვის გამოცდის შედეგებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

 


close დახურვა