logo
ENG



ტრამპი: შეიძლება პუტინს ვუთხრა - თუ ომი გაგრძელდება შესაძლოა უკრაინას Tomahawk-ები გადავცეთ

13 ოქტ 202512:21
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/13/nlg2fqoap19j921.png

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა უკრაინას შორი რადიუსის Tomahawk-ის რაკეტები მისცეს, თუკი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს არ დაამთავრებს.

ტრამპის თქმით, შესაძლოა ამ თემაზე პუტინს დაელაპრაკოს.

"მე შეიძლება ვუთხრა მას [პუტინს], რომ თუ ომი არ შეჩერდება, შეიძლება ეს გავაკეთოთ. შეიძლება არ გავაკეთოთ, მაგრამ შეიძლება გავაკეთო. უნდათ, რომ
Tomahawk-ები მათი მიმართულებით წამოვიდნენ. არ მგონია", - განაცხადა ტრამპმა.


close დახურვა