აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი CNN-თან სატელეფონო საუბარში ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნას ეხმაურება და ამბობს, რომ "ის ქვეითდება, როგორც ყველაზე უარესი პრეზიდენტი აშშ-ის ისტორიაში".
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ცნობილი არ არის, ვინ იქნება დემოკრატების კანდიდატი, ტრამპი ამბობს, რომ კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ჯო ბაიდენის იქნებოდა.
ცოტა ხნის წინ ბაიდენმა წერილი გამოქვეყნა, რომელშიც წერს, რომ კანდიდატურას ხსნის. მოგვიანებით მან დაწერა, რომ კანდიდატად მხარს კამალა ჰარისს უჭერს.