დონალდ ტრამპი ადასტურებს, რომ გერმანიაში ამერიკის სამხედრო კონტიგენტის შემცირებას გეგმავს. მიზეზი ნატოს მიმართ წევრი ქვეყნების ფინანსურ ვალდებულებებს უკავშირდება.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით გერმანია ამ ვალდებულებას არ ასრულებს და ალიანსში თანხების შეტანის კუთხით ოფიციალურ ბერლინს კანონდამრღვევად მოიხსენიებს.
გერმანიაში ამჟამად 35 ათასი ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. ტრამპის გეგმის თანახმად, კონტიგენტი 9 ათას 500-ი კაცით შემცირდება. თუმცა შეერთებული შტატების ლიდერი პირობას დებს, რომ გადაწყვეტილებას შეცვლის, თუ გერმანია ნატოს მიმართ ვალდებულებებს სათანადოდ შეასრულებს.