logo
ENG



ტრამპი აცხადებს, რომ ინდოეთმა რუსულ ნავთობზე უარი თქვა

02 თებ 202622:17
3 წუთის საკითხავი
 
2026/02/02/jc16wtewrmp7vus.png

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდისთან გამართული საუბრის შედეგად აშშ-სა და ინდოეთს შორის ახალი სავაჭრო შეთანხმება შედგა. ტრამპის თქმით, შეთანხმების ფარგლებში აშშ ინდოეთზე მოქმედ ტარიფს 25 პროცენტიდან 18 პროცენტამდე ამცირებს, ხოლო ინდოეთი აშშ-ის მიმართ ტარიფებისა და არასატარიფო ბარიერების გაუქმებას გეგმავს.

ტრამპის განცხადებით, მოდიმ თანხმობა განაცხადა რუსული ნავთობის შეძენის შეწყვეტაზე და ენერგორესურსების უფრო დიდი მოცულობით აშშ-დან, ასევე შესაძლოა ვენესუელიდან შეძენაზე. მისი თქმით, ამ ნაბიჯმა შეიძლება ხელი შეუწყოს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას.

"დიდი პატივი იყო დღეს დილით ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდისთან საუბარი. ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და თავისი ქვეყნის გავლენიანი და პატივცემული ლიდერია. ჩვენ ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მათ შორის ვაჭრობაზე და რუსეთთან და უკრაინასთან ომის დასრულებაზე. ის დათანხმდა რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას და გაცილებით მეტის შეძენას შეერთებული შტატებისგან და, შესაძლოა, ვენესუელისგან. ეს ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დასრულებას, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება! პრემიერ-მინისტრ მოდისადმი მეგობრობისა და პატივისცემის გამო, მისი თხოვნით, რომელიც დაუყოვნებლივ შევა ძალაში, ჩვენ შევთანხმდით აშშ-სა და ინდოეთს შორის სავაჭრო შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც შეერთებული შტატები შემცირებულ ორმხრივ ტარიფს დააწესებს, რომელიც მას 25%-დან 18%-მდე შეამცირებს. ისინი ასევე შეერთებული შტატების მიმართ ტარიფებსა და არასატარიფო ბარიერებს ნულამდე შესამცირებენ.

ჩვენი საოცარი ურთიერთობა ინდოეთთან მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება", - წერს ტრამპი.


close დახურვა