მედიამ დონალდ ტრამპის სკანდალური ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინაში ქვეყნის ელჩის გადაყენებაზე საუბრობს. თითქმის 90-წუთიანი ჩანაწერი 2018 წლის აპრილში, ვაშინგტონის სასტუმროში გამართულ საქმიან სადილზეა გაკეთებული. შეხვედრას ესწრებოდა წარმოშობით უკრაინელი ბიზნესმენი ლევ პარნასიც, რომელზეც საიმპიჩმენტო გამოძიების დროს დონალდ ტრამპი ამტკიცებდა, რომ არ იცნობდა.
ჩანაწერში, სავარაუდოდ, სწორედ პარნასი ეუბნება პრეზიდენტს, რომ უკრაინაში ელჩი იოვანოვიჩი პრობლემას წარმოადგენს, რაზეც პასუხად დონალდ ტრამპი დიპლომატის მოხსნის ბრძანებას გასცემს.