logo
ENG



ტრამპი ეფ ბი აი-ს ყოფილი დირექტორისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

16 დეკ 201909:42
3 წუთის საკითხავი
 
j0t2yguuxtbb8dd.jpg

დონალდ ტრამპი  „ეფ-ბი-აი“-ს ყოფილი დირექტორისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. მის მიერ   პოსტიდან განთავისუფლებულ ჯეიმს კომის ტრამპმა ტვიტერის საშუალებით მიმართა და ფედერალური საგამოძიებო ბიუროში დაშვებული შეცდომების გამო,  მისი პასუხისლმგებლობის საკითხიც დააყენა. ის ფაქტი, რომ ტრამპის გარემოცვის რუსეთთან კავშირების გამოძიების  დროს,  „ეფ-ბი-აი“-მ შეცდომები დაუშვა, ჯეიმს კომიმ სატელევიზიო ინტერვიუში აღიარა.

თუმცა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გადაცდომების მიზანი, შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ ბრძოლაზე გავლენის მოხდენის სურვილი არ ყოფილა და ეს სპეციალურმა გამოძიბამაც დაადგინა.   დეკემბერში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, გადაცდომები საგამოძიებო ბიურომ,   ძირითადად, ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის წევრებზე თვალთვალის ნებართვებს დროს დაუშვა.

  


close დახურვა