დონალდ ტრამპი კონგრესის იურიდიული კომიტეტის ბრალდებას გამოეხმაურა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მომხდარს პოლიტიკური სიგიჟე უწოდა.
„პრეზიდენტის დადანაშაულება, რომელმაც შედეგებით, მათ შორის შესაძლოა ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი ეკონომიკის შექმნით დაამტკიცა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტიც არის და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელსაც არაფერი ცუდი არ გაუკეთებია - ეს სუფთა პოლიტიკური სიგიჟეა", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
კონგრესის ქვედა პალატის უმრავლესობამ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო მუხლები საგანგებო ბრიფინგზე გუშინ წარადგინა. დემოკრატები პრეზიდენტს ძალაუფლების ბოროტად გამოყენებასა და კონგრესისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.