შეერთებული შტატების პრეზიდენტი ლონდონში ნატოს სამიტზე დასასწრებად ჩავიდა. დონალდ ტრამპი ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერებთან ერთად დღეს ელისაბედ მეორის სტუმარი იქნება. დედოფალი სტუმრების პატივსაცემად ბუკინგემის სასახლეში მიღებას გამართავს.
ლონდონში გამგზავრებამდე კი დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან ხვალ დაგეგმილ საიმპიჩმენტო მოსმენაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ დემოკრატებმა მოსმენის დღე ნატოს სამიტს მისი ვიზიტიდან ყურადღების გადასატანად დაამთხვიეს. ალიანსის 70 წლისთავისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე ლიდერები უსაფრთხოების საკითხებზე, მოკავშირეთა სამხედრო ძალების მზადყოფნის გაუმჯობესებაზე და რუსეთზე იმსჯელებენ.