შეერთებული შტატების პრეზიდენტი საიმპიჩმენტო მოსმენაზე დასასწრებად კონგრესში მისვლას არ აპირებს. საიმპიჩმენტო მოსმენას არც მისი იურისტები დაესწრებიან. ამის შესახებ კონგრესის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს თეთრმა სახლმა ოფიციალური წერილით აცნობა.
წერილში ნათქვამია, რომ მოსმენაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, რადგან პროცესის ობიექტურობაში დარწმუნებული არ არიან. ამას გარდა წერილში ნათქვამია ისიც, რომ პრეზიდენტის დაბარების დრო არასწორა შეირჩა, რადგან დონალდ ტრამპი ოთხშაბათს ლონდონში ნატოს ლიდერთა სამიტზე იქნება.