შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალური მედიის კომპანიებთან საჯარო დავაში შევიდა. დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც „ტვიტერი" და „ფეისბუკია", დაცვის შეზღუდვას ითვალისწინებს.
აღმასრულებელ განკარგულებაში ვკითხულობთ, რომ სოციალურმა მედიაგიგანტებმა კანონისგან იურიდიულ იმუნიტეტზე უარი უნდა თქვან, თუკი პლატფორმაზე მომხმარებელთა მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შინაარსს შეცვლიან.
პრეზიდენტი ტრამპი სოციალურ ქსელებს მიკერძოებასა და თავისუფალი სიტყვის ცენზურაში ადანაშაულებს და რეგულაციების საჭიროებას იმით ამყარებს, რომ კომპანიები ნეიტრალურები აღარ არიან. შეერთებული შტატების პრეზიდენტის გაღიზიანება სოციალურ ქსელ „ტვიტერში", მის მიერ გამოქვეყნებული ორი განცხადების, ფაქტების შემოწმების მაჩვენებლით მონიშვნამ გამოიწვია.