logo
ENG



ტრამპი სოციალური ქსელების შესახებ ბრძანებას მოაწერს ხელს

28 მაი 202013:05
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი სოციალური ქსელების შესახებ ბრძანებას მოაწერს ხელს.

ბრძანების დეტალები ჯერჯერობით უცნობია. განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელები კონსერვატიულ პოლიტიკოსებთან მიკერძოებულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა და დახურვით დაემუქრა.  

მისი უკმაყოფილება „ ტვიტერის" ქმედებამ გამოიწვია. პირველად ტვიტერის ისტორიაში, დონალდ ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში არსებული ინფორმაციის გადამოწმება მკითხველს სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ ურჩია. ფაქტების გადამოწმების აღმნიშვნელი ღილაკი შეერთებული შტატების პრეზიდენტის იმ ტვიტზე გამოჩნდა, სადაც დონალდ ტრამპი იმ საარჩევნო ბიულეტენების გაყალბებაზე საუბრობდა.


close დახურვა