logo
ENG



ტრამპი წლის ბოლომდე გარკვეული ტიპის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს

23 ივნ 202008:24
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპი  წლის ბოლომდე გარკვეული ტიპის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს. თეთრი სახლის ინფორმაციით, შესაბამის დადგენილებას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე მოაწერა ხელი.

საუბარია  მაღალკვალიფიციური სპეციალისტების, მათ შორის მეცნიერებისა და ინჟინერებისთვის  ამერიკის ტერიტორიაზე სამუშაო ვიზების გაცემაზე, ასევე სხვადასხვა კომპანიებში მომუშავე პირების შეერთებულ სტატების ოფისებში გადმოყვანის უფლებაზე.

წლის ბოლომდე შეჩერდება  ვიზების გაცემა სასტუმრო ბიზნესში დასაქმებული  სეზონური მუშაკებისთვისაც. შეზღუდვა არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან შეერთებულ შტატებში  და აქვთ სამუშაო ვიზა. რეგულეციების შემოღების მიზეზი კოროვირუსული პანდემიის გამო ქვეყანაში გაზრდილი უმუშევრობა გახდა. თეთრი სახლის განმარტებით, შეზღუდვები ამერიკელებისთვის დაახლოებით ნახევარ მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის. 


close დახურვა