logo
ENG



ტრამპის თქმით, მისი პრეზიდენტობისას რუსეთი უკრაინაში რომ შეჭრილიყო, მოსკოვს დაბომბავდა

29 მაი 202419:57
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/29/edcpi4sojwquk4t.jpg

Washington Post-ის ცნობით, დონალდ ტრამპმა დონორებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს განაცხადა, რომ თუ მისი პრეზიდენტობის დროს რუსეთი უკრაინაში, ხოლო ჩინეთი ტაივანში შეიჭრებოდა, ის მოსკოვსა და პეკინს დაბომბავდა.

გამოცემის ინფორმაციით, აღნიშულმა განცხადებამ ღონისძიებაზე დამსწრე დონორები გააკვირვა. 

ტრამპი საგარეო პოლიტიკასა და ისეთ თემებს, როგორიცაა ინფლაცია და იმიგრაცია, ხშირად განიხილავს, თუმცა ბოლო პერიოდში, უკრაინაზე აქტიურად აღარ საუბრობს.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონორებს ამ თვის დასაწყისში, ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ სასტუმროში შეხვდა. Washington Post წერს, რომ მან შემოწირულობის სახით, 25-დან 50-მდე მილიონი აშშ დოლარი მოითხოვა.

 

 


close დახურვა