დონალდ ტრამპი ამტკიცებს, რომ ნანახი აქვს მტკიცებულება, რომ კოვიდ 19 ჩინეთის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის ლაბორატორიიდან გავრცელდა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ტრამპმა არ გამორიცხა, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო ჩინეთს ახალი ტარიფები დაუწესოს. შეერთებულ შტატებში კოვიდ ინფექციას გასული 24 საათის განმავლობაში ორი ათას ორასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, რითაც პანდემიით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 63 ათასს გადააჭარბა.