აშს-ს პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის ყველაზე მაღალი მაჩვენებლის არსებობა „კარგია". დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში ტესტირების გამართულ სისტემაზე მიანიშნებს.
შეერთებულ შტატებში კოვიდ ინფექციით ბოლო 24 საათის განმავლობაში 1,552 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც საერთო მაჩვენებელმა 93 ათასს გადააჭარბა. ბოლო მონაცემებით, პანდემიას შეერთებულ შტატებში მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.