logo
ENG



ტრამპის იმპიჩმენტი - რესპუბლიკელები ახალი მოწმეების გამოძახებას მხარს არ დაუჭერენ

31 იან 202011:49
3 წუთის საკითხავი
 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო სასამართლო, სავარაუდოდ, მალე დასრულდება.

გუშინდელ სესიაზე ცნობილი გახდა, რომ „რესპუბლიკელები“ ახალი მოწმეების გამოძახებას მხარს არ დაუჭერენ, რაც იმას ნიშნავს, რომ სენატი გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებს.

მოწმეებთან დაკავშირებით კენჭისყრა დღეს გაიმართება, თუმცა დემოკრატები საჭირო 51 ხმას ვერ აგროვებენ. პროცესზე ერთ-ერთმა „რესპუბლიკელმა“ სენატორმა განაცხადა, რომ ოპონენტებმა დაამტკიცეს, რომ პრეზიდენტის ქმედებები შეუფერებელი იყო, თუმცა დაამატა, რომ დონალდ ტრამპს საიმპიჩმენტო დანაშაული არ ჩაუდენია. 


close დახურვა