logo
ENG



ტრამპის საიმპიჩმენტო გამოძიების ანგარიში: პრეზიდენტმა უფლებამოსილებას არაერთხელ გადააჭარბა

04 დეკ 201914:01
3 წუთის საკითხავი
 
1yd7odo5v8ffpth.jpg

დემოკრატებმა საიმპიჩმენტო გამოძიების ანგარიში გამოაქვეყნეს. წარმომადგებელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ დონალდ ტრამპმა პირადი პოლიტიკური ინტერესები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა დააყენა.

კომიტეტის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებას გადამეტების უამრავი მტკიცებულება არსებობს. ანგარიში ახლა წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ კომიტეტს გადაეგზავნა, სადაც დღეიდან საჯარო მოსმენების სერია იწყება. სწორედ ამ კომიტეტმა უნდა გასცეს იმპიჩმენტის ოფიციალური რეკომენდაცია. 


close დახურვა