logo
ENG



ტრამპმა, ინდაური სახელად ბათერი შეიწყალა

27 ნოე 201910:07
3 წუთის საკითხავი
 
rdp70zvfxhgd8fa.jpg

საპრეზიდენტო ტრადიცია ამერიკის პრეზიდედნტმა დონალდ ტრამპმა არც ამჯერად დაარღვია. მადლიერების დღესთან დაკავშირებით ინდაური სახელად „ბათერი" შეიწყალა და წარმატებები უსურვა. ცერემონია თეთრი სახლის ვარდების ბაღში გაიმართა. ღონისძიებას პირველი ლედიც ესწრებოდა.

პრესასთან აუდიენციის პარალელურად შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საიმპიჩმენტო გამოძიებაზეც იხუმრა და განაცხადა, რომ ინდაურები „ადამ შიფის სარდაფისგან იხსნა". მადლიერების დღე შეერთებულ შტატებში ყველაზე პოპულარული დღესასწაულია, რომელსაც ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღნიშნავენ.

 


close დახურვა