დონალდ ტრამპი კვლავ ჟურნალისტებს უბრაზდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამჯერად ტელეკომპანია NBC-ის რეპორტიორს ეჩხუბა. ბრიფინგი კორონავირუსის პანდემიას ეძღვნებოდა.
პრეზიდენტის უკმაყოფილების მიზეზი პიტერ ელიგზანდერის მიერ დასმული შეკითხვა გახდა. მან დონალდ ტრამპს ჰკითხა, რა იყო მისი გზავნილი ამერიკელებისადმი, რომლებიც ვირუსის გამო შეშინებულები არიან. ჟურნალისტმა ასევე დაუსვა შეკითხვა მის მიერ დასახელებულ პრეპარატებზე და დაინტერესდა, თვლიდა თუ არა პრეზიდენტი რომ მოსახლეობას ფუჭ იმედს აძლევდა. დონალდ ტრამპი სწორედ ამ კითხვამ გააღიზიანა და პიტერ ელიგზანდერს საშინელი ჟურნალისტი უწოდა.