დონალდ ტრამპი ვოლოდიმერ ზელენსკისთან კიდევ ერთი საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნებას აპირებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი სულ ორჯერ შედგა.
მისივე თქმით, სტენოგრამის გამოქვეყნების შემდეგ ყველა დარწმუნდება, რომ დარღვევები არ ყოფილა. დონალდ ტრამპმა საიმპიჩმენტო გამოძიებას კიდევ ერთხელ უწოდა კუდიანებზე ნადირობა.
სტენოგრამა 12 ნოემბერს გამოქვეყნდება. იმ კვირაში გაიმართება პირველი საჯარო დაკითხვაც საიმპიჩმენტო გამოძიების პროცესში.