logo
ENG



ტრამპმა მისი იმპიჩმენტის მომხრე 2 ჩინოსანი გაათავისუფლა

08 თებ 202011:01
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპი იმ მაღალჩინოსნებს ათავისუფლებს, რომლებმაც საიმპიჩმენტო პროცესისას მის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თანამდებობას დატოვებს გორდონ სონდლენდი - შეერთებული შტატების ელჩი ევროკავშირში.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოდან გაათავისუფლეს ექსპერტი უკრაინის დარგში - ალექსანდერ ვინდმენიც. მათი ადვოკატები გადაწყვეტილებას საიმპიჩმენტო პროცესს უკავშირებენ.

გამოცემა „ნიუ-იორკ ტაიმსი“ კი წერს, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა დონალდ ტრამპმა პროცესზე გამარჯვების შემდეგ გადაწყვიტა. შეერთებული შტატების სენატმა გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო. სენატორებმა საიმპიჩმენტო მუხლებს მხარი არ დაუჭირეს და პრეზიდენტი გაამართლეს.  


close დახურვა