საპრეზიდენტო არჩევნებამდე 9 თვით ადრე შეერთებული შტატების პირველი პირი პოლიტიკურ ოპონენტებს ესხმის თავს. ფენიქსში, ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე დონალდ ტრამპმა დემოკრატ კანდიდატებზე ისაუბრა და მათი უმრავლესობა ეპითეტებით შეამკო.
რესპუბლიკელ სენატორს - მით რომნის მან „ცალტვინა" უწოდა. კანდიდატ ტომ სთეიერს - იდიოტი. ტრამპმა მაიკლ ბლუმბერგზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის „ მინი-მაიკია" და დემოკრატების რჩეული ვერ გახდება.