logo
ENG



ტრამპმა საიმპიჩმენტო მუხლებს მსუბუქი, ბრალდებებს კი სუსტი უწოდა

11 დეკ 201911:54
3 წუთის საკითხავი
 
38doqn79lvecmlm.jpg

დონალდ ტრამპმა საიმპიჩმენტო მუხლებს მსუბუქი, ბრალდებებს კი სუსტი უწოდა. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დემოკრატების მიერ ბრალდებების წარდგენას პენსილვანიაში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დანაშაული არ არსებობს, დემოკრატები კი ალქაჯებზე ნადირობას განაგრძობენ.

იმ დროს როდესაც პრეზიდენტი მხარდამჭერებს ტრიბუნიდან მიმართავდა, დარბაზში ხმაური ატყდა. ერთ-ერთმა დემონსტრანმტმა დონალდ ტრამპის კრიტიკა დაიწყო. პრეზიდენტმა დაცვას მიმართა და ურჩი მსმენელი დარბაზიდან გაიყვანეს.

 

 


close დახურვა