logo
ENG



ტრამპს დღეს კონგრესმენები იმპიჩმენტს გამოუცხადებენ

18 დეკ 201921:00
3 წუთის საკითხავი
 
soslhdezisgr81i.jpg

ამერიკის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს დღეს კონგრესმენები იმპიჩმენტს გამოუცხადებენ. წარმომადგენელთა პალატაში დებატები დაიწყო, რომელიც დღის წესრიგის მიხედვით 6 საათი გაგრძელდება. საკუთარი არგუმენტების წარსადგენად რესპუბლიკელებსაც და დემოკრატებსაც თანაბარი დრო 3-3 საათი აქვთ. დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საქმეს სენატი გადაიბარებს, სადაც ქვედა პალატისგან განსხვავებით უმრავლესობას დონალდ ტრამპის თანაპარტიელი რესპუბლიკელები წარმოადგენენ.

პრეზიდენტს ორი ბრალი აქვს წაყენებული. ერთი საიმპიჩმენტო მუხლი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, მეორე კი კონგრესისთვის ხელის შეშლას ეხება. თავად დონალდ ტრამპი დემოკრატებს კვლავ ალქაჯებზე ნადირობასა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაში ადანაშაულებს. კენჭისყრის წინ ტვიტერის ქსელში მან მორიგი პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას მოუწოდა ილოცოს.

ისტორიულ სხდომას წინ უძღოდა პრეზიდენტის  იმპიჩმენტის მომხრეთა აქციები ქვეყნის დიდ და პატარა ქალაქებში - ალიასკიდან ფლორიდის ჩათვლით. დღევანდელი კენჭისყრის შემდეგ იმპიჩმენტის საქმე სენატს გადაეცემა.  

 


close დახურვა