logo
ENG



ტრანზაქცია, რომელიც იყო დაგეგმილი, არ შედგა - ახვლედიანი კონტი ჯგუფს პასუხობს

26 ოქტ 201913:48
3 წუთის საკითხავი
 
hlx62q59x1j45fb.png

ანაკლიის კონსორციუმი „კონტი ჯგუფს“ პასუხობს. ლევან ახვლედიანი აცხადებს, რომ ამერიკულმა კომპანიამ კონსორციუმში საკუთარი წილის გასხვისება დაგეგმილ ვადაში ვერ მოახერხა  და ლოგიკურია, რომ ის ამ დროისთვის პროექტში რჩება. კონსორციუმის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მან გუშინ მხოლოდ ამ ფაქტის კონსტატაცია მოახდინა.

„ტრანზაქცია, რომელიც იყო დაგეგმილი არ შედგა და შესაბამისად, „კონტი“ რჩება აქციონერად, მათ დააფიქსირეს თავისი სურვილი გასვლასთან დაკავშირებით, ეს სამწუხარო არის. ჩვენ  ცოტა სხვანაირი ინტერპრეტაცია გვქონდა მათ მიერ ჩვენ მიმართ მოწოდებული ინფორმაციით, მაგრამ ფაქტები არის იგივე. ფორმალობების დასრულება ვერ მოხერხდა, შესაბამისად,  ტრანზაქცია არ შედგა, „კონტის“ აქციების გასხვისება არ მოხდა და რჩებიან ისინი აქციონერებად. უახლოეს მომავალში ამგვარი ტრანზაქცია არ იგეგმება და არც დაგეგმილია მათი აქციების გამოსყიდვასთან დაკავშირებით, შესაბამისად ისინი რჩებიან აქციონერებად", - განაცხადა ლევან ახვლედიამა. 

ქართულმა მხარემ 25 ოქტომბერს ამერიკელი აქციონერის ანაკლიის პროექტში დაბრუნების შესახებ განაცხადა, რაც მოგვიანებით, კონტი ჯგუფმა უარყო. ამერიკული მხარე კვლავ ადასტურებს, რომ პორტის პროექტის დატოვება და საკუთარი წილის გასხვისება სურს.

 

 

 


close დახურვა