logo
ENG



ტრანსგენდერი ქალი ყვება, რომ მას მანქანით დაეჯახნენ

08 ოქტ 202110:30
3 წუთის საკითხავი
 
ტრანსგენდერი ქალი ყვება, რომ მას მანქანით დაეჯახნენ

ტრანსგენდერი ქალი ყვება, რომ მას მანქანით მიზანმიმართულად დაეჯახნენ. მას თავის ქალის ტრავმა და მრავლობითი დაჟეჟილობა აქვს.

ერთ-ერთი აქტივისტი ამბობს, რომ ქალს მრავალი მოტეხილობით ადგილზე დატოვეს.

"მისივე თქმით მანქანაში მჯდომები მას "ეღადავებოდნენ" და შეშინების მიზნით მანქანა რამდენიმეჯერ გაუქანეს თან იცინოდნენ, რა დროსაც ნაწვიმარ ასფალტზე საჭე ვეღარ დაიმორჩილეს და გადაუარეს. საბედნიეროდ კამერებმა დააფიქსირეს და იურისტიც ჩართულია ველოდებით გამოძიებას", - აღნიშნავს ის.

ფორმულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მათ პასუხს მიღებისთანავე გაგაცნობთ.


close დახურვა