logo
ENG



ტროტუარზე დგომის საბაბით ბუკა პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

14 მაი 202619:05
3 წუთის საკითხავი
 
2026/05/14/qzuvvow2parizac.jpg

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრს ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილს 3-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ბუკა პეტრიაშვილს ბორკილები დარბაზშივე დაადეს.

ბუკა პეტრიაშვილს შსს გასული წლის 17 დეკემბერს პარლამენტის წინ ტროტუარზე დგომას და ფეხით მოსიარულეთათვის გზის „ხელოვნურად“ დაბრკოლებას ედავებოდა.


close დახურვა