ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში, კარანტინში 15 პაციენტი იმყოფება. ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა ზაზა ავალიანმა განაცხადა.
ავალიანის ინფორმაციით, პაციენტები საკარანტინო ზონაში 1-დან 2 კვირამდე გაატარებენ.
„ამჟამად დაკვირვებას გადის 15 ადამიანი, აქედან 14 არის საქართველოს მოქალაქე, ხოლო 1 იტალიის ოქალაქეა. ისინი არიან საკარანტინო ღონისძიებების რეჟიმში. დაახლოებით 1 – 2 კვირიდან დაჰყონ ჩვენთან, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების საფუძველზე“, - აღნიშნა ზაზა ავალიანმა.