logo
ENG



ტუბერკულოზის ცენტრი კორონავირუსზე: 41 პირი იმყოფება დაკვირვების ქვეშ

03 მარ 202008:18
3 წუთის საკითხავი
 

ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ცენტრში 15 პირი, ხოლო აბასთუმნიშ ფილტვის ცენტრში 26 პირი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ზაზა ავალიანის თქმით,  კარანტინში მოთავსებული ადამიანების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ისინი 10 დღის მანძილზე დატოვებენ საკარანტინო სივრცეს. 

მისივე თქმით, რამოდენიმე მათგანზე გაჩნდა ეჭვი ახალ კორონა ვირუსთან დაკავშირებით, თუმცა ანალიზებმა უარყოფითი შეგედი აჩვენა.

„ფილტვის დაავადებათა და ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრში დაკვირვების ქვეშ იმყოფება 15 პირი. 26 მოქალაქე იმყოფება დაკვირვების ქვეშ აბასთუმნის ფილტვის ცენტრში. აღნიშნული პირები საკარანტინო-საიზოლაციო რეჟიმთან დაკავშირებით არიან მოთავსებული საკარანტინო სივრცეში. 10 დღე დაგვჭირდება, რათა მოხდეს მათი გაწერა. რამდენიმე მათგანზე ეჭვი იქნა მიტანილი და ლაბორატორიული კვლევებისთვის მათი ანალიზის პასუხები გაიგზავნა, მაგრამ საბედნიეროდ ვირუსი არ დაუდასტურდათ“, - განაცხადა ავალიანმა.

თბილისში  ახალი საკარანტინო სივრცე რესპუბლიკურ კლინიკაში გაიხსნა. ამჟამად იქ 18 პაციენტი იმყოფება. 


close დახურვა