კერძო სექტორი და ჯანდაცვის სამინისტრო, შემომავალი ტურისტების სავალდებულო დაზღვევის პროექტზე მუშაობენ. კომპანია Global Benefits Georgia-ში ამბობენ, რომ საზღვრების გახსნის შემდეგ სადაზღვევო პოლისის ქონა ყველა ტურისტისთვის სავალდებულო იქნება. ინიციატივის ავტორი თავად ჯანდაცვის სამინისტროა.
„შემომავალი ტურისტების დაზღვევამ Covid19-თან დაკავშირებული შესაძლო ხარჯებიც უნდა დაფაროს. საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. სექტორი ერთხმად უჭერს მხარს ინიციატივას“ - განაცხადა ნინო კობახიძემ, კომპანია Global Benefits Georgias-ს გენერალურმა დირექტორმა გადაცემაში „ბიზნეს ფორმულა".