რუსეთზე დამოკიდებულების შედეგი კარგად ჩანს ტურიზმის სექტორში. რუსეთის მოქალაქეების სიჭარბე ამ სფეროში შემოსავლის წყაროდ კი არა, ეკონომიკურ პრობლემად იქცა. ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულები აღარ ხარჯავენ, პირიქით, უკვე თავად შოულობენ. ეუფლებიან ბიზნესს, რაც ურტყამს ადგილობრივების შემოსავალს, სხვა ქვეყნებიდან კი მკვეთრად იკლო ტურისტების რაოდენობამ.
ტურისტული სეზონი ტურისტების გარეშე
21 ივლ 202320:12
3 წუთის საკითხავი