ტყვედ ჩავარდნილი რუსი სამხედრო მაქსიმ კრიშტოპი აღიარებს, რომ უკრაინაში საცხოვრებელი სახლები და მშვიდობიანი მოსახლეობა გააზრებულად დაბომბა.
როგორც რუსი სამხედრო აცხადებს, მას დანაშაულებრივი დავალება 6 მარტს მისცეს და მან მშვიდობიან მოსახლეობას "გააზრების" მიუხედავად მაინც გაუხსნა.
"2022 წლის 6 მარტს ვასრულებდი მესამე საბრძოლო ფრენას. ბორტზე იყო 4 ტონა ასაფეთქებელი ბომბი. ბრძანებისა და კოორდინატების მიღების შემდეგ, საბრძოლო დავალების შესრულების დროს მივხვდი, რომ სამიზნე იყო არა მოწინააღმდეგის სამხედრო ობიექტები, არამედ საცხოვრებელი კორპუსები და მშვიდობიანი მოსახლეობა, მაგრამ დანაშაულებრივი ბრძანება შევასრულე. დაბომბვის შემდეგ უკრაინის საჰაერო ძალებმა ჩამომაგდეს", - განაცხადა კრიშტოპმა.
მისივე განცხადებით, რუსეთმა ომი უკვე წააგო. მან რუს სამხედროებს მოუწოდა საომარი მოქმედებები შეწყვიტონ.
"დაშვების შემდეგ, უკრაინის ეროვნული გვარდიამ ტყვედ ამიყვანა. ვაცნობიერებ და ვაღიარებ ჩემს მიერ ჩადენილ საზარელ დანაშაულს. მინდა უკრაინელ ხალხს პატიება ვთხოვო, იმ უბედურების გამო, რაც მოვუტანეთ. პირობას ვდებ, რომ ძალისხმევას არ დავიშურებ, რათა ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და უკრაინელი ხალხის გენოციდზე პასუხისმგებელი ყველა პირი დაისაჯოს. ასევე, მივმართავ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და ჩემს თანამებრძოლებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ დანაშაულებრივი დავალებების შესრულება, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ საომარი მოქმედებები, შეწყვიტეთ მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა. მიმაჩნია, რომ ეს ომი უკვე წავაგეთ", - თქვა მან.