ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ საწირეში საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილზე სამი სახანძრო მანქანაა მობილიზებული ქუთაისიდან და ტყიბულიდან. დაშავებული არავინაა.
ხანძრის გაჩენის დროს დასახლებას ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ცეცხლის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.