logo
ENG



ტყუილად გამოსვლას ჯობია, რომ ძაღლი მაინც გამოვასეირნო ხოლმე - გვარამია პროკურატურაში მივიდა

01 ნოე 201919:27
3 წუთის საკითხავი
 
dgwbqucxli051j6.png

ნიკა გვარამია პროკურატურაში თავის ძაღლთან ერთად მივიდა. როგორც რუსთავი 2 ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავის ძაღლს ხშირად ვერ ასეირნებს და ამ გზით მაინც შეძლებს მის გარეთ გაყვანას. რაც შეეხება ბრალდებას, მისთვის უცნობია კონკრეტული ბრალდება, თუმცა ვარაუდობს რომ ეს უკავშირდება ავტომობილს. 

"სულ ვფიქრობ, რომ რამე ძველი თანამდებობრივი დანაშაულებები ხომ არ არის, მაგრამ აშკარად სხვა მუხლია, 220-ეა. მგონი, სოფოს ე.წ. ძველი მანქანაა, ასეთი ეჭვი მაქვს. არ იყო ცუდი მანქანა, რადგან მისი ყიდვა არ გვეღირსა და ახლა ვიხდით ჯარიმებს. ტყუილად გამოსვლას ჯობია, რომ ძაღლი მაინც გამოვასეირნო ხოლმე. ვერ ვახერხებ და ასე მაინც გავასეირნებ. ვერ ვაკადრებ ედგარს იმას, რომ შევიყვანო და მოვასმენინო. იქნებ რამე გაიგოს, ანუ ჩამოვიდე ევოლუციის კიბეზე ცოტა დაბლა ედგარის მეშვეობით და იქნებ გაარკვიოს რას გვედავებიან ადმიანები, რომლებიც უდიპლომო პროკურორის და ასევე უტვინო პროკურორის შენობაში, იგივე გამომძიებლები რომ იყვნენ, ეს არ არის გასაკვირი. მაინც გადავწყვიტე რომ ედგარს შეურაცხყოფა არ მივაყენო და გარეთ დავტოვო",- განაცხადა გვარამიამ. 

"ფორმულას" შეკითხვაზე, რას უკავშირებს პერიოდულად პროკურატურაში დაბარებას ? - როგორც თავად ამბობს, ივანიშვილი ცდილობს მის დისკრედიტაციას.

"ამ ბრალდებებს ვუკავშირებ იმას, რომ ივანიშვილს მიაჩნია, რომ მთავარი მოწინააღმდეგეები უნდა გაანეიტრალოს და მე ერთ-ერთი მათგანი ვარ. შეიძლება წყალტუბო მოიპარო, მაგრამ გვარამია ვერ დააკავო, "- განაცხადა ნიკა გავარამიამ

შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ რუსთავი 2-ის ყოფილ გენერალური დირექტორს ახალ ბრალი წაუყენა. გვარამიას ბრალი ედება, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე.

 


close დახურვა