რეკორდული ყინვა ჩრდილოეთ ევროპაში. თოვლიანმა ქარბუქრმა და ძლიერმა სიცივემ სკანდინავიაში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია. დახურულია სკოლები. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე დაბალი ტემპერატურაა შვედეთში, სადაც უამინდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. მსხვერპლია დასავლეთ ევროპაშიც. საფრანგეთსა და გერმანიაში გადაუღებელი წვიმების გამო დატბორილია ქალაქები. სამაშველო სამუშაოებში სამხედროებიც ჩაერთნენ. ამინდის გაუარესებას ელიან დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში.