logo
ENG



უამინდობის გამო, საბაჟო გამშვებმა პუნქტმა ყაზბეგმა მუშაობა დროებით შეწყვიტა

28 ნოე 202417:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/28/bl2ldqz3gr2991s.jpg

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებით, საბაჟო გამშვები პუნქტი ყაზბეგი უამინდობის გამო, დროებით მუშაობას დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე წყვეტს.

"პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება.

ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, სგპ ყაზბეგი ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება", - წერია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.


close დახურვა