logo
ENG



უარი საქართველოს სახელით მოასპარეზე უკრაინელ სპორტსმენს

19 აპრ 202220:21
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ძალოსანთა ფედერაციამ უკრაინელი სპორტსმენი დაბლოკა. ომის დროს ანასტასია გოტფრიდს თბილისიდან უარი უთხრეს ევროპის ჩემპიონატში ქვეყნის სახელით მონაწილეობაზე, არადა ძალოსანს საქართველოს დროშით შვიდი წლის განმავლობაში არაერთი მედალი აქვს მოპოვებული. მიზეზებს გაუგონარი და პუტინის უკრაინაში შეჭრის ფონზე გამაოგნებელიც კი უწოდეს.

ქალს, რომლის ქმარიც ომში იბრძვის და კიევიდან ჩამოსვლა დააგვიანდა, საქართველოს ძალოსნობის ფედერაცია ტურნირის მიღმა ტოვებს - მეტიც ამბობენ, რომ სპორტსმენის ფიზიკურ და მენტალურ მდგომარებაზე ინფორმაცია არ აქვთ.

არც ომი, არც დამსახურება, არც ქვეყნისთვის მოტანილი ჯილდოები ფედრაციისთვის ანგარიშგასაწევი არ გახდა, გოტფრიდი ვითარებაში გასარკვევად თბილისში ჩამოდის.


close დახურვა