"ტვ პირველის" მფლობელის მამის, ავთანდილ წერეთლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის სტაბილურია. პაციენტს ყველა სახის გამოკვლევა ჩაუტარდა და ის კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
"ბატონ ავთანდილ წერეთლის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური, თუმცა არის მნიშვნელოვანი ცვლილებები ანალიზებში. ვაგრძელებთ გამოკვლევებს და მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა. უახლოეს დღეებში მისი კლინიკიდან გაწერა არ იგეგმება“, - განაცხადა კლინიკა „ჰელსიკორის" დირექტორმა, რუსუდან ლაგვილავამ.
"ტვ პირველის" მფლობელი ვატო წერეთელი კი მამამისის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სასამართლო პროცესებს უკავშირებს.
"პირადად ამ ტელევიზიისთვის ადამიანის ცხოვრებით და ჯანმრთელობით მევაჭრებიან. მას აქვს გადატანილი 5 ოპერაცია, აქვს შაქარი, დღეში ინსულინის 4 ნემსს იკეთებს, სტენტები აქვს გულში. იმის გამო, რომ არაადამიანური მოპყრობა მის მიმართ, არის ასეთ მდგომარეობაში. სასამართლო პროცესები ყოველ დღე საათობით ტარდება და არა ისე, როგორც ნორმალურ ქვეყნებში - რამდენიმე კვირაში ერთხელ“, - აღნიშნა ვატო წერეთელმა.
შეგახსენებთ, რომ ავთანდილ წერეთელი გულის შეტევით "ჰელსიკორის" კლინიკაში გვიან ღამით უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს. იგი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად ბრალდებულია ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში და ბოლო თვეების განმავლობაში ის კვირაში რამდენჯერმე სასამართლო პროცესებს ესწრება.