logo
ENG



უახლოეს დღეებში ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს

16 აპრ 202223:27
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/16/ad3oybxi6iuib2o.png

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით, უახლოეს დღეებში დიდი ბრიტანეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას მიაწვდის. ეს ინფორმაცია ჯონსონმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრის დროს მიაწოდა.

ჯონსონის თქმით, ის გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას მოკავშირეებთან და პარტნიორებთან, რათა უკრაინას საკუთარი სუვერენიტეტის დაცვაში მხარი დაუჭიროს უახლოეს დღეებსა და თვეებში.

"დიდ ბრიტანეთს არაფერი არ შეაჩერებს, რომ უკრაინას რუსეთის უწყვეტი იერიშისგან თავის დასაცავად საჭირო რესურსი მისცეს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით", - წერს ჯონსონი Facebook-ზე.


close დახურვა