სიონის წყალსაცავზე ბავშვის დაღუპვის შემდეგაც კი ზომები მხოლოდ ნაწილობრივ მიიღეს - დღეს ამკრძალავი ნიშნები განათავსეს, მანამდე საჭირო ადგილებში ბანერები ადგილზე არ იყო დამონტაჟებული. ტბის ტერიტორიაზე მისულ ფორმულას ჯგუფს დღესაც არ დახვდა ადგილზე სამაშველო ჯგუფი. გუშინ, როცა ბავშვი იხრჩობოდა, შესაბამისი სამსახურიდან არავინ იმყოფებოდა, რომ დახმარებოდა. როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, თიანეთში მდებარე ტბაზე მაშველებს თბილისიდან იძახებენ.
უბედურების შემდეგ დაწესებული აკრძალვები
16 აგვ 202320:18
3 წუთის საკითხავი