უბისა-შორაპანის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის მშენებლობისას დაშავებულ მუშას ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა. 59 წლის მამაკაცი, რომელიც ბულდოზერის ოპერატორია, ტექნიკის ექსპლუატაციის დროს დაშავდა. იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები დარღვეული ეს გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი. დაშავებულ მამაკაცს ზესტაფონის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსები იმედოვნებენ, რომ მეორე ფეხის შენარჩუნება მოხერხდება. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და გამოძიება 276 მუხლის 2 ნაწილით მიმდინარეობს.
„მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა ახლა არის პალატაში. ყველა ხარჯი იქნება კომპანიის მხრიდან გაწეული რაცკი შეიძლება მას დასჭირდეს ამ ეტაპზე და უკვე შემდგომ. რაც შეეხება ფაქტს, თუ რა მოხდა გამოძიება უკვე დაწყებულია და ჩვენ ამ დღეებში გვეცოდინება რა პირობებში მოხდა ეს შემთხვევა“,-განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.