logo
ENG



უგულავა: 2010 წელს ივანიშვილს რუსული ცენტრის გახსნა უნდოდა, მაგრამ ჩვენ უარი ვუთხარით

09 დეკ 201914:31
3 წუთის საკითხავი
clock 394
zrd4n3hpwvcdivu.jpg

თბილისში რუსული კულტურის ცენტრის შესაძლო გახსნაზე ამ წუთებში კონფერენციაზე მსჯელობენ, რომელსაც პოლიტიკოსები, ექსპერტები, ხელოვანები და სასულიერი პირები ესწრებიან. კონფერენციის ფარგლებში, ხელი მოეწერა სპეციალურ მანიფესტსაც რითიც ღონისძიების თითოეულმა მონაწილემ ქვეყანაში რუსული ცენტრის შესაძლო გახსნასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.  

კონფერენციას ესწრება სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილიც. როგორც მან "ფორმულასთან" საუბარში განაცხადა, რუსული კულტურის ცენტრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აგენტურულ ფუნქციას ასრულებს. 

 

"ჩვეულებრივი აგენტურული ქსელია, რომელიც ყველამ იცის მთელ მსოფლიოში. ამის წინააღმდეგ არსებობს სახელმწიფო პოლიტიკები, რომელი აქვთ პასუხისმგებლიან ქვეყნებს შემუშავებული, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოების სამსახური სამწუხაროდ თანამშრომლობს მტერ ქვეყანასთან საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - განაცხადა დიღმელაშვილმა.

კონფერენციაზე მყოფი "ევროპული საქართველოს" წევრი და თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა კი აცხადებს, რომ მსგავსი ცენტრის გახსნის სურვილი 2010 წელს ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა. უგულავა ამბობს, რომ ცენტრის გახსნის მოთხოვნინთ ივანიშვილმა მერიას მიმართა, თუმცა მათგან უარი მიიღო.  

"2010 წელს ბიძინა ივანიშვილი შემოვიდა ინიციატივით, მაშინ ის არ იყო პოლიტიკოსი, ფილანტროპი იყო, ბარახოლკა რომ იყო მშრალ ხიდთან, შემოვიდა პროექტით და თავისი ხარჯებით უნდოდა ამ რუსული ცენტრის აშენება. ამაზე ჩვენ მაშინ უარი ვითხარით. არქიტექტურულადაც მიუღებელი იყო იმ ადგილას და პოლიტიკურადაც აბსოლუტურად უსარგებლო. მისი პასუხი მაშინ იყო, რომ ამით ვითომ პუტინს მინდა თვალები ავუხვიოო. ეს ამბავი ახლა არ დაწყებულა, უკვე 10 წელია ტრიალებს“, - აღნიშნა უგულავამ.

ცენტრის გახსნას საფრთხეს უწოდებს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძეც. პოლიტიკოსი მიიჩნევეს, რომ ცენტრის გახსნა ჰიბრიდული ომის ნაწილია. 

"ეს არის საშინელი საფრთხე. არანაკლები საფრთხე, ვიდრე ქვეყანაში რუსული ჯარების შემოყვანა. ამ ცენტრის მიზანია შეუცვალოს ადამიანების აზრი რუსეთთან დაკავშირებით და იძალადოს ადამიანების ტვინებზე, რომ საზოგადოებაში განსხვავებული პოზიციები ჩამოაყალიბოს. ამ ჰიბრიდულ იარაღს რუსეთი იყენებს უკრაინაში და საქართველოშიც“, - ამბობს ვაშაძე.

 

 

 


close დახურვა