logo
ENG



უგულავა: თუ კიდევ მივაჩუმათებთ, ამას ვეღარც პატრიარქი უშველის და ვერაფერი

31 ოქტ 201917:56
3 წუთის საკითხავი
 
2iqsrrlq5xluutx.jpg

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" „ევროპული საქართველოს" წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ქვეყანამ წააგო იმით, რაც დღეს საპატრიარქოში მოხდა.

„ნუ ექნებათ ილუზია, მათ შორის ეკლესიაშიც, რომ ალა ერთი გააგდეს, მეორეს შეუნდეს და ამით ყველაფერი დასრულდა. ამითი ყველაფერი უნდა დაიწყოს. თუ კიდევ მივაჩუმათებთ, ვეღარც პატრიარქი უშველის და ვერაფერი. პროცესი უნუდა გამოვიდეს სააშკარაოზე. ერთ დღეს გამოდის ერთი ქორეპისკოპოსი და ამბობს, რომ პატრიარქის გადაყენებაზე საუბარი მიდიოდა და ნახევარი სინოდი ბიზნეს გატყავებაშია ჩართული. მეორე ეპისკოპოსი გამოდის, რომელიც გადააყენეს, რომელიც სურეალისტურ რამეებს ლაპარაკობს. ესეც არაა, რომ ვითომ არაფერი. გამოვიდა, რომ არასასურველი ეპისკოპოსი მოიშორეს, რომელიც ხელისუფლებას უპირისპირდებოდა მიაჩუმა. გარიგებების დრო დასრულდა. საქართველოს სახელმწიფომ ცალსხად წააგო იმით, რაც ხდება,“ - განაცხადა უგულავამ. 

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე პატრიარქის ბრძანებით, მეუფე პეტრე მღვდელმთავრობიდან გადააყენეს.

ამის შემდეგ მეუფე პეტრე პატრიარქი შემდეგი სიტყვებით დაადანაშაულა: „ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე."

რაც შეეხება მეუფე იაკობს, სინოდის დღევანდელ სხდომაზე მას გაფრთხილება მისცეს.


close დახურვა