logo
ENG



უგულავა: მივედით ბოლო კომპონენტამდე, მოდით მეგობრებო, დავიცავთ ჩვენს თავს

17 თებ 202122:20
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ეხმაურება ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას და აცხადებს, რომ ისინი ელოდნენ ამ გადაწყვეტილებას. უგულავა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს "მონას" უწოდებს და ამბობს, რომ სხვაგვარ გადაწყვეტილებას ის ვერ მიიღებდა. 

"მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო, მონა მოსამართლე სხვას ვერაფერს ვერ იზამდა, ჩვენ წინასწარ ვიცოდით რომ ასე იქნებოდა, აგერ დარბიან მობილიზაცია აქვთ სპეცრზმის. მივედით ბოლო კომპონენტამდე, მოდით მეგობრებო, დავიცავთ ჩვენ თავს, დავიცავთ ჩვენს კონსტიტუციას, ნიკას მაინც ვერ დაიჭერენ", - ამბობს გიგი უგულავა. 

რამდენიმე წუთის წინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა ნიკა მელიას პატიმრობა შეუფარდა

მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა გაითვალისწინა და აღკვეთის ღონისძიება - გირაო შეცვალა. ბრალდება ენმ-ის თავმჯდომარისთვის სწორედ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.

ენმ-ის ოფისში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან შეკრებილები. პარალელურად კი პარტიის ოფისთან დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. ადვოკატებმა მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.


close დახურვა