logo
ENG



უგულავა: მინდა მოვუწოდო პარლამენტს - გადადოს სხდომა

04 თებ 202009:59
3 წუთის საკითხავი
 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიის წევრები და სამოქალაქო მოძრაობები პარლამენტის პიკეტირებას აღარ მოახდენენ.

„ექვსი ადამიანია დაღუპული. აქედან 4 ბავშვია და ერთი ფეხმძიმე ქალბატონი. მე მინდა მივუსამძიმრო ოჯახს. ამ ტრაგედიის ფონზე ჩვენ პოლიტიკურმა პარტიებმა და სამოქალაქო მოძრაობებმა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეს აქცია და სირცხვილის კორიდორი არ ჩაგვეტარებინა. მინდა ნიშნის მოგების გარეშე, მოვუწოდო საქართველოს პარლამენტს, გადაიდოს სხდომა. მომდევნო გეგმებს რაც შეეხება, ხვალ 10 საათზე ჩვეულებისამებრ გავაპროტესტებთ და მოვითხოვთ პროპორციულ საარჩევნო სისტემას“, - განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ ბაღდათში ხანძარს ექვსი ადამიანი ემსხვერპლა - აქედან ოთხი მცირეწლოვანია. 


close დახურვა