logo
ENG



უგულავა: ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში გავრილოვის ხარკია

14 თებ 202112:03
3 წუთის საკითხავი
 
უგულავა: ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში გავრილოვის ხარკია
ვახო ქარელი/ფორმულა

გიგი უგულავა ამბობს, რომ ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში გავრილოვის ხარკია, საზოგადოებას კი ეს ვალი არ აქვს და არც გადაიხდის. 

"ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი. ჩვენ საქართველოს თავისუფალ საზოგადოებას გავრილოვის ვალი არ გვაქვს და ხარკსაც არავის გადავუხდით. საქართველოს პოლიციამ კი გადაწყვიტოს, მხარესაა, გავრილოვის თუ საკუთარი ხალხის".- დაწერა უგულავამ ფეისბუქზე. 

პროკურატურა ნიკა მელიას 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 30 000 ლარი და დამატებით შემზღუდავი ღონისძიებები, მათ შორის, ელექტრონული მონიტორინგი.

1-ლი ნოემბრის აქციაზე ნიკა მელიამ სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით,  ნიკანორ მელიას მიმართ მანამდე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გამკაცრდა და გაიზარდა 40 000 (ორმოცი ათასი) ლარით, კერძოდ, 70 000 (სამოცდაათი ათასი) ლარამდე.

მელია სწორედ ამ გირაოს გადახდას არ აპირებს. 

ამის გამო პარლამენტი გეგმავს, ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნას - შებაბამის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა, რათა შემდგომ საშუალება ჰქონდეს, სასამართლოს მისი დაპატიმრების მოთხოვნით მიმართოს. 

აღსანიშნავია, რომ დეპუტატის მანდატის და შესაბამისად, იმუნიტეტის გაუქმებას ნიკა მელია თავად ითხოვს, თუმცა, პარლამენტმა მას და კიდევ 50 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატი არ შეუწყვიტა. 


close დახურვა