logo
ENG



უგულავა: ოპოზიციის ერთობა ივანიშვილს აშინებს

09 თებ 202022:38
3 წუთის საკითხავი
 

"ივანიშვილის აშინებს ორი რამ. ერთი ოპოზიციის ერთობა და მეორე თავისუფალი რუსთაველის გამზირი, ანუ პარლამენტის წინ მოედანი",- ასე აფასებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას ქევეყანაში.

როგორც მან გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" აღნიშნა, ეს ორი ძირითადი ფაქტორი საბოლოოდ ივანიშვილს დაამარცხებს. 

"ჩვენ ვნახეთ შეშინებული ხელისუფლება, რომელმაც რუსთაველზე ჯერ გასაბერი ზვიგენი აღმართა და ამ გზით გამოამჟღავნა თავისი თავი. პრაქტიკულად, საქართველოში 2020 გათენდა როგორც ზვიგენის წელიწადი. მეორე - ვნახეთ, რომ კალაძემ პარლამენტის წინ ტერიტორია ააოხრა. არავინ მუშაობს დღეს იქ, ანუ ეშინიათ ხალხის შეკრების. რაც შეეხება ოპოზიციის ერთობას, ამისიც ნამდვილად ეშინიათ. ამიტომ ეს ორი ფაქტორი არის ძალიან დიდი მონაპოვარი და წინაპირობა იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლება მშვიდობიანად, არჩევნების გზით გავისტუმროთ", -აღნიშნა გიგი უგულავამ. 


close დახურვა