logo
ENG



უგულავა: პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე კანდიდატურას აღარ დავაყენებ

12 თებ 202118:31
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ის პარტიის მომდევნო ყრილობაზე, გენერალური მდივნის თანამდებობაზე კანდიდატურას აღარ დააყენებს. 

როგორც უგულავამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ის პოლიტიკაში მოღვაწეობას აქტიურად გააგრძელებს. 

"დავით ბაქრაძის მსგავსად, არც მე ვაპირებ მომავალ ყრილობაზე ვიყარო კენჭი, გენერალური მდივნის თანამდებობაზე. მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი, ლოგიკური და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე სწორედ ამას ვუთხარით უარი და ამის ერთგული ვრჩები. მე რაც შემეხება, აქტიურად ვაპირებ პოლიტიკაში დარჩენას.

გარდა პარტიული ვალდებულებებისა, მაქვს ბევრი ინტერპარტიული ვალდებულება. ჩემს თავს ვხედავ საერთო ოპოზიციური პლატფორმის და ამ ყველაფრის კოორდინაციაში წვლილის შეტანაში, საერთო გეგმის შემუშავებაში. ეს არის ის საქმე, რასაც ნოემბრიდან მოყოლებული, დროს ვუთმობ. საზოგადოებას აინტერესებს სად არის ეროვნული მოძრაობა და არა სად ვარ მე", - განაცხადა გიგი უგულავამ. 

ცნობისთვის, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ მომავალ პოლიტსაბჭოზე პარტიის თავმჯდომარეობაზე კანდიდატურას აღარ დააყენებს. 


close დახურვა